ირმა ნადირაშვილი - თუ ენზელ მკოიანის მიმართ მართლა იყო მუქარა, აუცილებლად უნდა გამოიძიონ

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტი მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს. როგორც მან აღნიშნა, ენზელ მკოიანს მთელი სიმკაცრით მაშინ უნდა ეგო პასუხი, როდესაც ახალქალაქის ქუჩებში შეიარაღებული გადაადგილდებოდა და ის ფაქტი, რომ ის არ დასჯილა, ამან შესაძლოა, სხვები წააქეზა.

„ენზელ მკოიანი არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანუ „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენელი. გუნდის, რომელიც ქვეყანაში აკონტროლებს და პოლიტიკურ იარაღად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას. შესაბამისად, თუკი მართლა იყო მუქარა, შეტყობინებები, სატელეფონო ზარები, ამ გუნდმა ეს აუცილებლად უნდა გამოიძიოს და შეტყობინებების ავტორი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. სჯობს, რომ ბატონმა ენზელმა თავის თანაგუნდელებს მიმართოს, მათ შორის მათივე პოლიტიკურ იარაღს პროკურატურას, რომ ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოძიებული“,-განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, ძალადობა და მუქარა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს.

„მუქარა, ძალადობა, გავლენის მოხდენა მოქალაქეებზე, სულერთია, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს. ისევე, როგორც ბატონ ენზელს მთელი სიმკაცრით უნდა ეგო პასუხი, როდესაც იარაღით ხელში ახალქალაქის ქუჩებში დარბოდა. როდესაც ბატონი ენზელი არ დააპატიმრეს, არ მოუხსნეს იმუნიტეტი, არ ჩასვეს ციხეში, ამით წააქეზეს ძალადობა და შესაძლოა, წააქეზეს ისიც, თუ დღეს ვინმე ბატონ ენზელს შეტყობინებებს უგზავნის“,-განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის - 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო