დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ისევ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე იმიტომ, რომ „არაფერი აქვს სათქმელი მომავალზე“.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოში პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ ადამიანებს დღეს არსებული პრობლემები მოუგვაროს და არ დააშინოს ისინი წარსული აჩრდილებით.

„ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი. ეს არის ძალა, რომელიც აზიანებს წარსულს იმისთვის, რომ ამით დაგვინგრიოს მომავალი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ოქტომბრის არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია შემოგვთავაზოს წინსვლა, პრობლემების მოგვარება და იმ თემების გადაწყვეტა, რომლებიც ხალხს დღეს აწუხებს, როგორიცაა, კრიმინალი, უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, ამ ყველაფრის ნაცვლად კიდევ ერთხელ გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო