საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად  ახალი პარტნიორობის ინიციატივა იწყება

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომ გაძლიერებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის.

საელჩოს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი თანხმდებიან, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთობლივი პროგრამის შექმნით.

„საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერის საჭიროების საფუძველზე, თანამშრომლობა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევას და მომსახურების უწყვეტობის ხელშეწყობას პროაქტიული სტრატეგიების მეშვეობით, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით დაავადებათა პრევენციასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე.

“პარტნიორობის ფარგლებში, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი დაიწყებენ დედებისა და ბავშვების დისტანციურ მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. ინიციატივა ითვალისწინებს დედებისა და ბავშვებისათვის პანდემიის პერიოდში სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების შენარჩუნებას, რასაც შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ჯანდაცვის სისტემის უჩვეულოდ მაღალი დატვირთვისა და პანდემიით გამოწვეული არაორდინარული სამუშაო რეჟიმის გამო” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამას გარდა, პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნება მართვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა პირველადი ჯანდაცვის დონეზე ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების რეალურ დროში რუტინული შეგროვებისათვის, რაც შექმნის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების საფუძველს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს ქოლგა შეთანხმებას, რომლის საფუძველზე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გააფორმებენ ზემოთხსენებული პროგრამების განხორციელებაზე თანამშრომლობის შეთანხმებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო