რატი იონათამიშვილი ნინო ბურჯანაძეზე - ძალიან უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვერ ერკვევა ,,საარჩევნო კოდექსში"

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ "პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ვერ ერკვევა".

"სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს განმარტავს საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, ხოლო მათი წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში მონაწილეობა “საარჩევნო კოდექსის” 76 პრიმა მუხლით რეგულირდება. სხვათაშორის, ეს ჩანაწერი მაშინაც მოქმედი იყო, როდესაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და შესაბამისად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. ან იმდენად ცუდად აქვთ საქმე, რომ არ იციან რა დაგვაბრალონ და ტყუილის თქმას კადრულობენ, ან არც მაშინ იცოდნენ, რა ეწერა კანონში და არც ახალი რედაქცია არ აქვთ წაკითხული. ამ ყველაფრის პარალელურად კი მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს