თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ძალიან ორგანიზებულად არის დანაშაული ჩადენილი, ჩვენებებშიც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება.

როგორც მან ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხზე საუბარი არ სურს, თუმცა, ფიქრობს, რომ მოწმეების ჩვენებებში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

„ყოველთვის ვამბობ, რომ არის საკითხები, რომელზეც საჯარო საუბრისგან თავს ვიკავებ, რადგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბარი არ მინდა. ვითვალისწინებ გამოძიების ინტერესებს და იმას, რომ ამ საქმეზე სამართლიანობა დადგინდეს. არ ვითვალისწინებ საზოგადოების გარკვეული წრის ინტერესს, რომ ჭორიკნობის დონეზე დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები. აქ არის სერიოზულ საქმეზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ორგანიზებულად არის ეს დანაშაული ჩადენილი. ამიტომ, დეტალურად არ შევეხები არავის ჩვენებას, მაგრამ ჩვენებებშიც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მერე ჩამოვაყალიბებ და პირადად დავსვამ ძალიან ბევრ შეკითხვას ყველა მოწმის წინაშე“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა