გია ვოლსკი - ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლეადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწიფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბროს, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბოკერიამ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის ერთგვარი დაპირისპირება იქნება.

გია ვოლსკის თქმით, სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლეადას ეკუთვნის, უადგილოა.

„მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამოირჩეოდა ისევე, როგორც ახლა – სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით.

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწიფოს, მისი ფასეულობების საუკეთესო ტრადიციების მიმართ დამოკიდებულებაში, ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბროს.

მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის. ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამ ასპარეზზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე „ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით.

სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლეადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს თუნდაც გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.

ამ პოლიტიკურ გუნდს რაიმე სიკეთე, არც ახალგაზრდებისთვის გაუკეთებია და არც ძველი საზოგადოებისთვის, როცა უამრავ ადამიანს უჭირდა და სიკვდილის პირას იყო.

რაც შეეხება ახალგაზრდებში პრობლემებს, სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა პრობლემები და უმძიმესი შთამომავლობა მივიღეთ – არაერთი გაყიდული სახლი და არაერთი ადამიანი, რომელმაც თავის კისერზე გამოსცადა, თუ რა არის სადისტური მმართველობა.

ახალგაზრდული თემით სპეკულაცია არასწორია, ეს არის ზნედაცემულობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის მაჟორიტარად დადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. გიგა ბოკერიას შეფასებით, აღნიშნულ ოლქში გარკვეული თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირება იქნება.

„რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძეს შორის - ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება“,- აღნიშნა ბოკერიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა