გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს ზიანს, რაც მოქალაქეებს მიაყენა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, მმართველი გუნდი საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. როგორც მან აღნიშნა, დღეს, როდესაც მოსახლეობა შიმშილს ებრძვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები კორუფციული გარიგებებით საკუთარ ჯიბეებზე ფიქრობენ.

„“დამსხვრეული ოცნებების“ პარტია კიდევ ერთხელ ცდილობს მოატყუოს ჩვენი საზოგადოება. მათ არ შეუძლიათ თავიანთი გაკეთებული საქმეებით მიიმხრონ ამომრჩეველი, შესაბამისად, არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა მათ უნდა დაუჭიროს მხარი. გაღარიბებულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ბევრი საქმეა დაწყებული ქვეყანაში, ეს არის მოსახლეობის დაცინვა. არცერთი ჩვენგანი არ არის სულელი, 8 - წლიანი დაპირებების შემდეგ დამსხვრეული ოცნებების პარტიამ მთლიანად დაკარგა ქართველი ხალხის ნდობა. გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობა დღეს შიმშილს ებრძვის, ხოლო „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის ლიდერები არ წყვეტენ, ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი საკუთარ ჯიბეებზე ფიქრს კორუფციული გარიგებებით. „ქართული ოცნება“ თავისი დაპირებებით ვერ გადაფარავს იმ ზიანს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მიაყენა.

მინდა, მივმართო მთავრობას, თქვენი დრო ამოიწურა. საკმარისია საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება თქვენი ტყუილი დაპირებებით, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში აგრძელებს ცხოვრებას „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები კი ამ ფონზე მდიდრდებიან.

გპირდებით, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას. მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს