შსს-სთან არასამთავრობო ორგანიზაციამ „არა მკვლელებს“ აქცია გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაციამ "არა მკვლელებს" აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ მკვლელები და საქმეები ბოლომდე იქნას გამოძიებული.

"პირობას ვიძლევით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ყველა მკვლელობის საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. დაისაჯონ როგორც შემსრულებლები, ასევე დამკვეთები. მიგვაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობა არის ქვეყანაში. 23 წლის ადამიანებს ქუჩაში კლავენ შეკვეთით. არავინ აპირებს ამის გამოძიებას. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ამის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასჯილები იყვნენ მკვლელები ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა შუკაკიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია