ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„სვეტლანა ტიხანოვსკაია მონაწილეობას არ მიიღებს საპროტესტო აქციებში, რათა თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების პროვოკაციები მისი დაკავების მიზნით“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესმდივანმა.
მისი თქმით, კანდიდატის საპროტესტო აქციაზე გამოჩენა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.