საქართველოს საელჩო ისრაელში ქვეყნის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში ქვეყნის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, COVID19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში მ.წ. 11 აგვისტოს შევა.

"ღია სივრცეში დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო დახურულში 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება როგორც სამუშაო და საჯარო ადგილებზე, ისე კერძო ტერიტორიებზე. კერძო ავტომობილში მძღოლის გარდა დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2-ს. შეზღუდვა არ ვრცელდება ერთ სივრცეში მცხოვრებ პირებზე. კვებით ობიექტების დახურულ სივრცეში 20, ხოლო ღია სივრცეში 30 ადამიანის შეკრებაა შესაძლო, სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს. საცურაო აუზში, ყოველ 6მ² ერთი ადამიანი. პროდუქტის შინ მიტანის შემთხვევაში კურიერს მისი დატოვება კართან ევალება. დაიკეტება: დისკოთეკები, ბარები და პაბები, სადღესასწაულო დარბაზები და ბაღები, გასართობი და აკვაპარკები" , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს