თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს

თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ბრიფინგის ოთახს რამდენიმე წუთში დაუბრუნდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თეთრ სახლთან სროლა იყო. როგორც ჩანს, სიტუაციას ძალიან კარგად აკონტროლებენ. ვიღაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ მაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სროლის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა,"- განაცხადა ჟურნალისტებთან დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო