დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა ნოემბრამდე გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„სამიტი სექტემბრისთვის გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მის არჩევნების შემდეგ ჩატარებას ვემხრობი,“- აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, თეთრ სახლს სტუმრები ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიუწვევია. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისეთი ქვეყნების მიწვევასაც აპირებს, რომლებიც „დიდი შვიდიანის“ ოფიციალური წევრები არ არიან.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიწვევას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აპირებდა, იმიტომ, რომ „პუტინი მნიშვნელოვანი ფაქტორია.“

„მე მას შეხვედრაზე მივიწვევ, რადგან ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანი ფაქტორია,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა ივნისში კემპ-დევიდში უნდა გამართულიყო, თუმცა ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თავდაპირველად შეხვედრის ვირტუალური ფორმით ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა და შეხვედრის გამართვა ჩვეულ რეჟიმში სექტემბრისთვის დააანონსა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს