ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

”სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.

”ამის გარდა, ადგილი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის გენერალური საკონსულოდან გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რასაც ევროკავშირისა და ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე დანაშაული უკავშირდება ,” - აღნიშნა მან.

BBC-ი წერს, რომ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.

რუსეთში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს სათანადოდ უპასუხებენ.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიმპლმატი გააძევა, რასაც რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ზელიხან ხანგოშვილი ბერლინში შარშან აგვისტოში მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების ვადიმ კ. დააკავეს. მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.

იხილეთ ვიდეო: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს გააძევებს

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი