მესტიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მესტიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.

“შავღელეზე ჩამოწვა მეწყერი. საფრთხე არავის შექმნია. უამინდობის დროს იცის ხოლმე მეწყერმა ჩამოწოლა ამ ადგილას და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება. მოძრაობის ერთსაათიანი შეფერხება იყო“,-აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი.

ცნობისთვის, გუშინ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) წვიმის შედეგად ფერდი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო