მაიკ პომპეო ევროპულ ტურნეს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა.

მედიის ინფორმაციით, დღეს პომპეო ჩეხეთს ესტუმრება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ანდრეი ბაბიშს შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე ეწვევა პოლონეთს, სლოვენიასა და ავსტრიას.

აღსანიშნავია, რომ პომპეო აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია 2011 წლის შემდეგ, რომელიც სლოვენიაში ვიზიტს გამართავს, სადაც ის 5G ტექნოლოგიის საკითხზე ერთობლივ დეკლარაციას გააფორმებს.

განსახილველ თემებს შორის არის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში, ჩინეთისა და რუსეთის გავლენის საკითხი, ასევე კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა.

მაიკ პომპეოს ვიზიტი 15 აგვისტოს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო: მაიკ პომპეო ევროპულ ტურნეს იწყებს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს