მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

"ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შალვა კერესელიძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კერესელიძეს პირველი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძეგვისა და ნიჩბისის მცხოვრებლებთან ჰქონდა.

მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს ინფორმაცია მიაწოდა იმ პრობლემების შესახებ რაც დღეს ამ ორ სოფელში არსებობს.

„ადგილობრივებმა იმედი გამოთქვეს, რომ შალვა კერესელიძის გამარჯვების შემთხვევაში პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ნიჩბისსა და ძეგვში ძირითადად გზისა და სასმელი წყლის პრობლემებია, რაც მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მოსაგვარებელ საკითხთა შორის არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ შევალთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა სოფელში. შევხვდებით მოსახლეობას მოვისმენთ პრობლემებს, ადგილობრივებისგან წამოსული პრობლემები მომდევნო წლების ბიუჯეტის ფორმირებისას იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს