ამერიკის არმიის გენერალი - არ მგონია ვინმეს შეეძლოს რუსეთის აგრესიის პროვოცირება, რუსეთი, განსაკუთრებით ეს რუსეთი, აგრესიული ქვეყანაა

არ მგონია ვინმეს შეეძლოს რუსეთის აგრესიის პროვოცირება. რუსეთი, განსაკუთრებით ეს რუსეთი, აგრესიული ქვეყანაა, - ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამერიკის არმიის გენერალმა, ჯონ კრადოკმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არსებობს შეხედულება, რომ საქართველომ რუსეთის პროვოცირება მოახდინა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა.

„მომდევნო წლებში პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯებით მივხვდით, რომ მაშინ ეს სტრატეგია იყო იმისთვის, რომ მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები რუსეთის გავლენის ქვეშ დაებრუნებინა. მე არ მგონია, რომ ეს პროცესი დამთავრდა”, - განაცხადა გენერალმა.

მისივე განცხადებით, რუსეთმა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, როდესაც საქართველოში ტანკები და ქვეითი ჯარი შემოიყვანა.

კითხვაზე, რუსეთის საქართველოში შეჭრის პრევენცია შესაძლებელი იყო? ჯონ კრადოკის თქმით, რომ ყოფილიყო ინდიკატორები, რუსეთი შეჭრას აპირებდა, შესაძლებელი იქნებოდა დიპლომატიურთან ერთად, სამხედრო მეთოდების მობილიზება იმისთვის, რომ იმ კონკრეტულ დროს ამის პრევენცია მომხდარიყო.

„ეს მაინც დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ საქართველოში შეჭრაზე ინფორმაცია რამდენად საფუძვლიანი იყო. არ მგონია რუსეთი საქართველოში შეჭრილიყო იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდა, რომ ომის საფასური, მისგან მიღებულ მოგებაზე ძვირი იქნებოდა. ვფიქრობ, ეს რუსეთის მხრიდან საცდელი გამოწვევა იყო, მათ ნიადაგი მოსინჯეს“, - განაცხადა გენერალმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა