ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სოხუმის, რუსთაველის, აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური - შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები.

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება.

ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა