გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სამართალდამცველები სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს,ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, სახლში გამოკითხავენ. ანთაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, არასახარბიელო.

„ლევან თოფაძის გამოკითხვა დღეს იგეგმება, გამომძიებელი უნდა დამიკავშირდეს, შემდეგ ოჯახს შევუთანხმო დრო და ამის მიხედვით იქნება მისი გამოკითხვა. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ეს გამოკითხვა ხვალ მოხდეს, ვინაიდან შესაძლოა, თოფაძეს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის პროცედურებზე მოუწიოს წასვლა.

თუ რა სახის ინფორმაციას მიაწვდის ის გამოძიებას, ამის თაობაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც გამოიკითხება“, - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო: გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სამართალდამცველები სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა