მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტი გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი გაჩიანიდანაა, 9 პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 194 პაციენტი გადის, რომელთაგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

„გუშინ დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახდა 1264. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 44 - ით. იყო 1010 და გახდა 1054. 44 გამოჯანმრთელებულიდან უმეტესი, ნახევარზე მეტი არის ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები. დადასტურებულისა და გამოჯანმრთელებულების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 194 პაციენტი. ამ 194 პაციენტის განაწილება სიმძიმეების მიხედვით შესაბამის ცენტრებში ასეთია - 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, 14 არის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, ისინიც შესაბამის განყოფილებებში მკურნალობენ კოვიდცენტრებში. დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით, 80% არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით არიან.

ჩვენთან გუშინ იყო 27 დადასტურებული შემთხვევა, გამოგვიჯანმრთელდა 3 პაციენტი, დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული და დღეს გვყავს 33 დადასტურებული პაციენტი.

9 ახალშემოსული პაციენტიდან 1 არის მხოლოდ სასაზღვრო ზონიდან კონტაქტირებული პაციენტი და დანარჩენი 8 არის მესტიის მუნიციპალიტეტიდან ჩამოყვანილი პაციენტები. ახალი პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით არსებული კვლევებით არ ფასდება მძიმედ. საშუალო სიმძიმის არის, გაფართოვებული კვლევებითა და დინამიკით შემდეგში მოგახსენებთ რა ვითარება იქნება, ხოლო არსებულ მძიმე პაციენტებში კვლავ გვრჩება 2 მძიმე პაციენტი დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო