მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტია. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან.

„დადასტურებულისა და გამოჯანმრთელებულების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 194 პაციენტი. ამ 194 პაციენტის განაწილება სიმძიმეების მიხედვით შესაბამის ცენტრებში ასეთია - 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, 14 არის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, ისინიც შესაბამის განყოფილებებში მკურნალობენ კოვიდცენტრებში. დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით, 80% არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით არიან,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს