რუსეთში კორონავირუსის 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 130 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 897 599-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 130 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 15 131-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 700 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 6 494 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 130 ადამიანი გარდაიცვალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს