თეა ახვლედიანი - ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგება და თანაცხოვრება იქნება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება

შინდისის გმირების მემორიალთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კოლეგებთან ერთად ჩავიდა და ქართველი სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგება და თანაცხოვრება იქნება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღწევად.

„პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც სწორედ ამ ადგილებში, რუსეთის ჯართან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაუფიქრებლად გასწირეს თავი სამშობლოს ღირსების დასაცავად. ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების, გმირების სულისკვეთებამ და თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, უფრო მეტი შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გაძლიერებაზე. ასევე, ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგებაზე და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოში არცერთ ოჯახს არასდროს მოუწიოს მსგავსი ტრაგედიის გადატანა, რაც ჩვენი გმირების თითოეულმა ახლობელმა განიცადა. სწორედ ამ მიზნების წარმატებით მიღწევა იქნებოდა ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება და ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ამისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მშვიდობიან მიზნებს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ შინდისის ბრძოლის დროს სენაკის მეორე ქვეითი ბატალიონის 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა