გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგი ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში, პირველი შეხვედრები ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში გაიმართა. ტრენინგების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე რეგულირდება.

,,განსაკუთრებული აქცენტი ეთმობა სამართლებრივ ბაზას, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ზედამხედველობა და კონტროლი, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, ნარჩენების მართვა და სხვა.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების, საკრებულოების და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულებასთანაა დაკავშირებული. ტრენინგები მუნიციპალიტეტის დონეზე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები გაუძღვებიან და მონაწილეებს, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა