თორნიკე რიჟვაძე - რამდენადაც ტრაგიკული იყო შინდისის გმირების აღსასრული, იმდენად დიდი იყო მათი თავდადება ქვეყნის წინაშე

თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის წევრებმა და საჯარო პირებმა 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შინდისის გმირების სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ამავე სახელობის სკვერში სიმბოლურად, გმირულად დაღუპული მეომრების სახელზე 17 ხე დარგეს.

,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეულ ჯარისკაცებს, შინდისის გმირებს. რამდენადაც ტრაგიკული იყო მათი აღსასრული, იმდენად დიდი გმირობა და თავდადება გამოიჩინეს მათ ქვეყნის წინაშე. ესაა ნამდვილი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პატრიოტი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო