დეპუტატი ლევან კობერიძე „ლელოს“ წევრი გახდა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლევან კობერიძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იქნება.

ლევან კობერიძე იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მინდა ვუსურვო წარმატებები და იმ იდეების განხორციელება ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ასე გვაღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ერთად გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს სამართლიანი და წარმატებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საქმე წინ და სწორედ ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორიც არის ლევანი და გუნდის სხვა წევრები, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ლევან კობერიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი იმ გუნდს, რომელსაც ჰქვია „ლელო”, რომელიც არის გუნდური თამაშის პრინციპზე აგებული და რომლის მთავარი მიზანია, ქვეყანაში თითოეულმა ჩვენგანმა ის შესაძლებლობა, რაც ქვეყანაში არსებობს და რაც უნდა იყოს რეალიზებული თითოეული მათგანისთვის, მათთვის გახდეს ხელმისაწვდომი. დღეს ქვეყანას სჭირდება სწორედ ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ეს ალტერნატიული ცენტრი უნდა იყოს „ლელოში” და „ლელოსთან” ერთად. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა. ის ღირებულებითი ერთობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისათვის“, - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა