რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დღეს დილით დარეგისტრირდა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთში დარეგისტრირებული ვაქცინის მასობრივი წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მასობრივი წარმოების დაწყებას. ამ პრეპარატის მასობრივი წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პუტინმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა