გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში შეხვედრა გამართა

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ბოკერიას თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში ის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს.

მათივე ცნობით, გიგა ბოკერია ქვეყანაში პირველ რიგში მოსაგვარებელ საკითხებად, დასაქმებასა და კრიმინალურ - ეკონომიკურ ვითარებას მიიჩნევს.

„ამოცანა საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად ფოთს, ხობს და სენაკს აქვს ერთი - ეს არის ამ გუნდის, ივანიშვილის პოლიტიკური არარეალობის გუნდის დასრულება მშვიდობიანად და შემდეგ შეკვრა ოპოზიციური კოალიციის, სადაც "ევროპული საქართველო" გადამწყვეტ როლს ვითამაშებთ და ქვეყნის გამოყვანა ამ ჩიხიდან. ჩვენ აქ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, აქ და საქართველოს ასეთ ოლქებში გადაწყდება ბედი, რამდენად ზიანის გარეშე, მშვიდობიანად ჩამოვიშორებთ ამ ხელისუფლებას და ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა