ჯანდაცვის მინისტრი კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს შეხვდა.

ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, მინისტრისგან ყველა იმ საკითხზე მიიღეს დაპირება, რაც ცირეკიძის ოჯახმა დააყენა.

ჩარკვიანის თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ ოჯახს მისცა პირობა, რომ ნათია ცირეკიძის მკურნალობაში მეტი ექიმი ჩაერთვება. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მინისტრი პირად კონტროლზე აიყვანს საქმეზე ექსპერტიზის საკითხებსაც.

„დახმარება აღგვითქვა მოვლა - პატრონობაზე, ექიმების ჩართულობასთან დაკავშირებით და სხვა რიგ საკითხებზე, რაც ემყარება ცირეკიძის ჯანმრთელობას. ფინანსურ მხარეზე საუბარი არ ყოფილა. საკითხი იქნა დასმული სხვა კლინიკების ჩართულობასთან დაკავშირებით. ბატონმა მირზამ დააყენა უნდობლობის საკითხი აღნიშნულ კლინიკასთან დაკავშირებით და მოთხოვა, რომ დაცული იყოს მისი შვილის უსაფრთხოება, რაზეც მხადაჭერა აღუთქვა მინისტრმა.

ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იყო. რა სახის დახმარებაც მოვითხოვეთ, ის მიღებულია. ჩართულები არიან სპეციალისტები. მიმდინარეობს კონსოლიუმი და იმის მიხედვით დადებენ დასკვნებს შესაბამისი ექიმები“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურატურისვე ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო