სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა

დღეს, გერმანიის ქალაქ ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დღევანდელი რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომლებსაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.

სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა