„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წახალისებას აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბანკისა და სააფთიაქო ქსელის შპს “ფარმანეტის“ პარტნიორობით კომპანიამ თემქაზე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა.

პანდემიის პირობებში კომპანიას არ შეუჩერებია აქტიური ფუნქციონირება და მომავალში ქსელის გაფართოებასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა შპს “ფარმანეტის” სააფთიაქო ქსელის გაფართოებისთვის. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფარმაცევტული სფეროს წახალისება. კომპანია თბილისის მაშტაბით 4 ფილიალს ფლობდა გლდანი-საბურთალოს ტერიტორიაზე და სასიამოვნოა, რომ მეხუთე აფთიაქი თემქაზე ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. პარტნიორობის ფარგლებში შპს ფარმანეტი სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. ბანკის მზადაა კომპანიას, როგორც მის სანდო პარტნიორს, მომავალშიც გაუწიოს მხარდაჭერა“- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

ცნობისთის, შპს „ფარმანეტმა“ ფარმაცევტული საქმიანობა 2011 წელს დაიწყო. კომპანიის მიზანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების შეთავაზებით. ასევე, მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა