დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნები არის თითოეული ოჯახისთვის შესაძლებლობა, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ, უარი უთხრას ჭაობში ჩაძირვას

"ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის თელავი - ახმეტა - ყვარელი - ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივები ინფრასტრუქტურულ და სასმელი წყლის პრობლემებზე, უმუშევრობაზე და გაზრდილ ფასებზე საუბრობენ.

დავით ბაქრაძე მოსახლეობას 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზეც ესაუბრა. მისი განცხადებით, „ოქტომბრის არჩევნები თითოეული ადამიანის და თითოეული ოჯახის შესაძლებლობა, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ და უარი უთხრას ჭაობში ჩაძირვას, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში”.

„უმუშევრობა, სიღარიბე, უიმედობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები, კრიმინალი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმის, რაც აწუხებს მოსახლეობას ახმეტაშიც და მთელ საქართველშიც. უკვე ძალიან კარგად გამოჩნდა განვლილი 8 წლის განმავლობაში, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება და პირიქით, ყოველწლიურად ცხოვრება მიდის უკან, ყოველწლიურად მატულობს უმუშევრობა, მატულობს სიღარიბე, მატულობს ფასები, არ მატულობს ხელფასები, არ მატულობს პენსია ადეკვატურად და არ იცვლება მოსახლეობის ვითარება უკეთესისკენ, ამიტომ გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის მხოლოდ ერთი, ეს არის ოქტომბრის არჩევნები და თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მათი ცხოვრების შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნებზე წასვლა, ეს არის არჩევნებზე მათთვის სასურველი გუნდის შემოხაზვა და ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა. იმიტომ, რომ ცვლილებები დარჩება ისე როგორც იყო და კიდევ უფრო უარესად, ამიტომ ოქტომბრის არჩევნები, ეს არის შესაძლებლობა თითოეული ადამიანის და თითოეული ოჯახისთვის შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესისკენ უარი უთხრას ამ ჭაობში ჩაძირვას, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში და ყველამ ერთად წავიყვანოთ ქვეყანა წინ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო