დავით ბაქრაძე - რუსულმა ოკუპაციამ არათუ  ვერ შეაშინა საქართველო, არამედ გააორმაგა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი

„12 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ არათუ ვერ შეაშინა ჩვენი ქვეყანა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა ნატო-სა და ევროკავშირში ქართველების გაწევრიანების სურვილი და, უფრო მეტიც, დააჩქარა თავად გაწევრიანების პროცესი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკული გამოცემისთვის „Foreign Policy” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციიდან 12 წლისთავზე, კონფლიქტის მოგვარების კუთხით არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული. რუსეთი კვლავ უარს ამბობს თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და მცოცავ ანექსიის პოლიტიკას განაგრძობს, მათ შორის, რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ინსტიტუტების ინტეგრირებისა და ქართული ისტორიული თუ კულტურული კვალის წაშლის გზით.

„ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ელჩმა რუსული ჰიბრიდული ომის ფენომენზეც გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძის თქმით, წლების განმავლობაში ჰიბრიდული ომი რუსული ძალაუფლების მთავარი ელემენტს წარმოადგენდა. ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში მძლავრ შემტევი იარაღის როლს ასრულებს ასევე პროპაგანდა და დეზინფორმაციის კამპანია. „დღესდღეობით, როდესაც მთელი მსოფლიოს ძალისხმევა კოვიდ-19-ის პანდემიის შეჩერებისკენაა მიმართული, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების განხორციელების არც ერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან და სამედიცინო ევაკუაციაზეც კი უარს ეუბნება მშვიდობიან მოქალაქეებს“, - აცხადებს აშშ-ში საქართველოს ელჩი.

დავით ბაქრაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების არაერთგზის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთს არათუ არ გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს უკანონო მილიტარიზაციას. ასევე უმძიმესი და საგანგაშოა ჰუმანიტარული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში.

აშშ-ში საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან მომდინარე წნეხთან გასამკლავებლად, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ საქართველოში დღითიდღე ძლიერდება სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო