გიორგი ვაშაძე - “ოცნებასთან" დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით.

ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის ხშირი დონორები არიან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, პრემიერ- მინისტრად არჩევის შემდეგ დაუყოვნებლივ წამოიწყებს სერიოზულ ინვესტიციურ პროგრამას ქართული ტურიზმის ინდუსტრიის ხელახალი მშენებლობისათვის და 55.000 ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად

„ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი დარგია, რომელიც კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა მძიმედ დაარტყმა. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სასტუმრო, საწოლი და საუზმე იყო გამოყოფილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრ მათგანს დახურვა მოუწია და ათასობით სამუშაო დაიკარგა, ზოგიერთისთვის კი ეს მაინც კარგი ბიზნესი აღმოჩნდა. მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ახლოსაა „ქართულ ოცნებასთან“ - როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა, bellingcat და IDSF-სგან გაირკვა დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ კრიზისის დროს მხოლოდ 21 კომპანიისთვის, 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ბევრია ისეთი სასტუმრო, რომელთა მფლობელებმაც დიდი შემოწირულობები გააკეთეს პარტიისთვის. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელიც მხოლოდ მმართველ პარტიასა და მათ მეგობრებს ემსახურება. ჩემი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, მე დაუყოვნებლივ წამოვიწყებ სერიოზულ ინვესტიციურ პროგრამას ქართული ტურიზმის ინდუსტრიის ხელახალი მშენებლობისა და 55.000 ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. მთელი ინდუსტრიისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც მხარს უჭერს პარტიას. მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, 23.6 მილიონი ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს მომსახურების შესაძენად (მაგალითად, როგორც საკარანტინო სივრცე) - როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" აღმოაჩინა, თანხის დიდი ნაწილი სასტუმროებზე გადავიდა, რომელთა მფლობელებიც „ქართული ოცნების“ ხშირი დონორები არიან. ხშირ შემთხვევაში შემოწირულობებისა და გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება მხოლოდ რამდენიმე დღეში გაფორმდა. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სასტუმროების მაგალითები, რომლებიც იღებენ ფულს, გამარტივებული წესით, მაგალითად: შპს“ ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენიქცია“ , შპს „ გუდაური ინნ“, შპს „ივერია ინნ“- ამ ოთხ სასტუმროს უკავშირდება ის, რომ ოთხივეში პაატა კოკაია გარკვეულ წილს ფლობს. კოკაიამ 55 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის ოქტომბერში. საგანგებო მდგომარეობის დროს კი , პაატა კოკაიას საკუთრებაში არსებულმა სასტუმროებმა მიიღეს კონტრაქტები, რომელთა ღირებულება ჯამში 3,8 მილიონი ლარია. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ რომელმაც გამარტივებული შესყიდვების შედეგად მიიღო 252.183 ლარი.2016 და 2017 წლებში ამ კომპანიამ მთლიანობაში 240,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. აქციების 100% –ის მფლობელი და კომპანიის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა 2018 წლის ოქტომბერში.

სასტუმროს „ყვარელი პალასმა“ გამარტივებული შესყიდვის შედეგად მიიღო 224.440 ლარი - გამარტივებული შესყიდვის შედეგად, ერთ-ერთმა მფლობელმა ივანე ნიკოლაიშვილმა, 2016 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა