პროკურატურა - ექსპერტიზით დადგინდა, რომ შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი, მატრამვირებელი საგნის ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი, - ამის შესახებ პრკურატურაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

„სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება-დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15-25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი, მატრამვირებელი საგნის ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები“,-აღნიშნა პროკურორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა