პროკურორი - „ტოიოტა ქამრისა“ და მისი მგზავრების გარდა,  სხვა რომელიმე ავტომანქანა ან პირი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს განზრახ მკვლელობის ჩადენისას არ იმყოფებოდა

სხვა რომელიმე ავტომანქანა ან სხვა რომელიმე პირი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს განზრახ მკვლელობის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა, გარდა „ტოიოტა ქამრისა“ და მისი მგზავრებისა,- ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პროკურორმა „მერსედესის“ მგზავრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ცალსახად გამოირიცხება რომელიმე მათგანის მონაწილეობა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში.

„სულ, „მერსედესის“ და „ტოიოტა ქამრის“ გამოკლებით, კიდევ ექვსი მანქანა დაიძრა საბურთალოდან და ნაძალადევიდან ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. გამოძიებამ შეისწავლა რვავე მანქანის მარშრუტი, გადაადგილება, მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაცია და ამ ეტაპზე არსებული სურათის გათვალისწინებით, ცალსახად გამოირიცხება რომელიმე მათგანის მონაწილეობა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში.

„მერსედესის“ მგზავრების მხრიდან განხორციელებული ძალადობა, მათ შორის ხელკეტის გამოყენებით, რომელიც განხორციელდა გიორგი შაქარაშვილის თანხმლები პირის მიმართებით, ეს სამართლებრივად შეფასებულია და ამაზე კონკრეტული პირები, როგორც მოგეხსენებათ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები“,-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა