სლოვაკეთის პრემიერ - მინისტრი რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას განმარტავს

სლოვაკეთის პრემიერ - მინისტრი იგორ მატოვიჩი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას განმარტავს.

„როდესაც მე, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ინფორმირებული რუსეთის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლის საქმიანობის შესახებ და ჩვენი ვიზების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიაში მკვლელობისთვის, მე მაშინვე უყოყმანოდ მივხვდი, რომ ასეთი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება“ - განაცხადა მატოვიჩმა, რომლის კომენტარსაც საინფორმაციო სააგენტო „TASR“ ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

„სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს