ჯანმო - რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად შესაძლო პრეკვალიფიკაციის პროცესს განვიხილავთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად „კოვიდ 19“-ის ახლად დამტკიცებული ვაქცინის შესაძლო პრეკვალიფიკაციის პროცესს განიხილავს, - ამის შესახებ ჯანმო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტარიკ იაზარევიჩმა განაცხადა.

„მჭიდრო კონტაქტი გვაქვს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და მიმდინარეობს დისკუსიები ვაქცინის შესაძლო პრეკვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინის პრეკვალიფიცირება მოიცავს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ყველა მოთხოვნილი მონაცემის მკაცრ მიმოხილვასა და შეფასებას”, - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმეტ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინა დაამტკიცეს, რომელიც ოფიციალურად დამტიცებული პირველი ვაქცინაა მსოფლიოში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს