გიორგი შაქარაშვილის ბიძა - ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას პირველივე ეტაპზე ენდობოდა და მასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს.

„გამოძიებას ოჯახი ენდობოდა პირველივე ეტაპზე. გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს დიდი პერიოდი და საბოლოო ჯამში, სწორედ ურთერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით, მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს. კითხვები იყო უამრავი და გზადაგზა იწურებოდა“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა