მირიან ნიკოლაძე - შაქარაშვილის ოჯახი საუბრობდა 6 მგზავრზე, თუმცა ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი საუბრობდა „ტოიოტა ქამრის“ 6-ვე მგზავრის დასჯაზე, თუმცა ასევე აფიქსირებდა პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრის ბრალეულობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

„ოჯახი საუბრობდა 6 მგზავრზე, თუმცა ჩვენ ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც უნდა დაედასტუნებინა ან უნდა გამოერიცხა აღნიშნული პირის ქმედება.

ეჭვის დონეზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია დღესაც არსებობს გარკვეული ალბათობა, თუმცა მტკიცებულებების დონეზე, რაც ცალსახად დაადასტურებდა მეექვსე პირის მონაწილეობას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული დადასტურების საფრთხეები შემდგომ, სამართლებრივი არსებობს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ოჯახს სურს, რომ უდანაშაულო პირები არ დაისაჯონ - ოჯახს, მხოლოდ დამნაშავეების დასჯა და სიმართლის დადგენა სურს.

„ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მძღოლიც გადმოდის მანქანიდან, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე 6 წუთზე მეტ ხანს არ იმყოფებოდა და ჩვენი ოჯახის პირადი მოსაზრებაა, რომ 6 წუთში ბოლომდე მონაწილეობის მიღება ბავშვის განზრახ მკვლელობის ფაქტში ცოტა რთული ამბავია“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა