მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი - „ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება

„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, - ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება არასწორია და ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე დაცვის მხარისთვის, ვინაიდან სასამართლოში მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ ბატონი მირიან ნიკოლაძისგან, მისი საუბარი გადაიტანა პროკურატურამ და გამოსცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი,” - აღნიშნა მამულაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, „არ არსებობს ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ბრალდებულების რაიმე სახის შემხებლობას გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან”. მისივე თქმით, ასევე არ არსებობდა არცერთი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა გარდაცვლილთან რაიმე სახის შემხებლობას.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან ხუთს: ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს