ექიმების გაერთიანების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს დაგეგმილი აქცია  კვირის ბოლომდე გადაიდო

ექიმების გაერთიანების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს დაგეგმილი აქცია კვირის ბოლომდე გადაიდო, რადგან დაკავებულის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო დაპირება საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით.

„10 აგვისტოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ წერილით მიმართა ქვეყნის პრემიერ -მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს. წერილში 31 დარგობრივი ასოციაცია ითხოვს, რომ მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს 29.03.2019 შემოწმების აქტის გადახედვა და მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა.

ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაიზიარა გაერთიანების პოზიცია და დაკავებულის ოჯახმა მიიღო დაპირება , რომ მოხდება საკითხის დაუყოვნებლად შესწავლა, გაერთიანების საერთო გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს 17:00 საათზე დაგეგმილი აქცია/ბრიფინგი გადაიდო კვირის ბოლომდე, რათა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა კონსტრუქციულ რეჟიმში, დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით, დაიწყოს რეგულირების სააგენტოს იმ დასკვნის გადასინჯვა , რის საფუძველზეც მოხდა ექიმების დაკავება”,-აღნიშნულია გაერთიანების განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს