კახა კალაძე შაქარაშვილის საქმეზე - თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს

თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმებას.

კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება ნორმალურ პირობებში ჩატარდეს.

„გამოძიება მნიშვნელოვანია. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში ჩაატარონ გამოძიება. ამ საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა, როგორც ვხედავთ გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალის გაცნობა ხდება საზოგადოებისთვის. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს