მიხეილ რამიშვილი - ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის პაროლი შეცვლილი იყო.

ადვოკატი ითხოვს, დადგინდეს ვინ შეცვალა თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტის პაროლი.

„ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი. ეს იყო მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ჩვენ ვესაუბრეთ და შემდეგი განმარტება მოგვცეს. უნდა გაუქმებულიყო, რადგან პიროვნების სამსახურიდან წასვლა როდესაც ხდება მისი ელექტრონული ფოსტაც უქმდება. გაუქმებასა და შეცვლას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

შესაბამისად, როდესაც უქმდება, მისი ელეტრონული ფოსტა უნდა გაუქმებულიყო. მანდ გაუქმება არ იყო, ელექტრონული ფოსტა იყო დარჩენილი, მხოლოდ მისი პაროლი იყო შეცვლილი. ჩვენ და გამომძიებელმაც მოითხოვა გადაამოწმონ ვისგან იყო პაროლი შეცვლილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა