თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესწავლა და მის კუთვნილ სოციალურ ქსელებში შეღწევის პროცედურები შსს-ში უნდა გაგრძელდეს და სწორედ ამ საკითხის განსახილველად მოვიდნენ ისინი უწყებაში.

„გუშინ ბევრჯერ იყო მცდელობა ექსპერტების მიერ თამუნას კომპიუტერიდან კოპირების შემდეგ შევსულიყავით მის ელექტრონულ ფოსტაზე, მის „ფეისბუქში", მაგრამ ვერანაირად ვერ შევედით. მე და ოჯახის წევრებმა ვთქვით და მოვითხოვეთ, რომ დაგვეჩქარებინა FBI -ის ექსპერტების ჩართვა.

გუშინ ღამე გვითხრეს, რომ აღნიშნული პროცედურები, რაც გუშინ განხორციელდა, უნდა გაგრძელებულიყო შსს-ში და ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიწვიეს ახლა აქ. ზუსტად არ ვიცი რა უნდა განხორციელდეს, ვინ არიან მოწვეულები. ჩვენ უნდა შევიდეთ „ფეისბუქში", „მესენჯერში" და ვნახავთ ინფორმაციას, ვნახავთ მიწერ-მოწერებს, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს