კახა კალაძე - პოლიტიკური მიდგომებით არავის არაფერს უყადაღებენ, ეს დრო წარსულს ჩავაბარეთ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გამორიცხავს, რომ „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.

როგორც კალაძე აღნიშნავს, „პოლიტიკური მიდგომებით არავის არაფერს უყადაღებენ“.

„ვისაც, სადაც უნდა იქ გაერთიანდეს, ამაზე შეზღუდვები არ არსებობს, გამორიცხულია, ეს არის შეუძლებელი, პოლიტიკური მიდგომებით არავის არაფერს უყადაღებენ. ეს დრო ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ. დღეს საქართველოში არის მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია არავინ არაფრისგან არ არის შეზღუდული. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსობა ან ტელევიზიის მფლობელობა ვერ იქნება ერთგვარი ფარი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "გირჩის" ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფაქტს იმას უკავშირებს, რომ დიდუბე - ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს