გიორგი ვაშაძე - შს მინისტრმა გვითხრა, თურმე კრიმინალი ხან მოიმატებს, ხან მოიკლებს და ეს ჩვეულებრივი საკითხია, ნუთუ არ გრცხვენია, ახალგაზრდების მკვლელობა ჩვეულებრივი საქმეა?

ნუთუ არ გრცხვენია, როცა ასეთ უმსგავსო განცხადებას აკეთებ, ანუ, ახალგაზრდების მკვლელობა ეს ჩვეულებრივი საქმეა?,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას.

მისი თქმით, „თავმოყვარე ადამიანი“ ასეთი განცხადების შემდეგ გადადგებოდა.

„დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და გვითხრა, რომ კრიმინალი თურმე ხან მოიმატებს, ხან მოიკლებს და ეს ჩვეულებრივი საკითხია. მე მინდა მივმართო მას: ნუთუ არ გრცხვენია, როცა ასეთ უმსგავსო განცხადებას აკეთებ, ანუ, ახალგაზრდების მკვლელობა ეს ჩვეულებრივი საქმეა? ასეთი გაზრდილი და მომატებული კრიმინალი ჩვეულებრივი საქმეა? ხალხს რომ ქუჩაში გასვლის ეშინია საღამოს, ესეც ჩვეულებრივი საქმეა? კრიმინალთან რომ ხართ გარიგებაში და არჩევნებისთვის ყველაფერზე მზად რომ ხართ, ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობთ და ტელეფონებით ლაპარაკობთ პირდაპირ ესეც ჩვეულებრივი საქციელია?- ეს არის უმსგავსობა იმ კრიმინოგენურ ფონზე, რაც ქვეყანაში არის. ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა და ასეთ სისულელეებს არ წამოროშავდა, რაც ახლა თქვით. ახალგაზრდებს ხოცავენ, ყველა ქალაქში კრიმინალი არის მომატებული და თქვენ ამბობთ, რომ ჩვეულებრივი საქმეა, რომ კრიმინალი ხან მოიმატებს და ხან მოიკლებს. მივმართავ საზოგადოებას: დიახ, ეს აუცილებლად უნდა დავამთავროთ ქვეყანაში, ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს რომ აღარასდროს აღარ ჰყავდეს, რომელიც უსაფრთხოებას კი არ უქმნის ქვეყანას, პირიქით - უმძიმეს ვითარებაში ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს შს მინისტრმა განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით კრიმინალის ზრდა ან კლება „ჩვეულებრივი თემაა".

აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს