გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ სასამართლო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირს დაადგენს, ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, თუ სასამართლო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირს დაადგენს, მათი რეაქციაც შესაბამისი იქნება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მაასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად საქმეს სასამართლო სწავლობს.

„ჩვენ, გერმანიის მთავრობამ გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ. ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, ჩვენი რეაქციის საფუძველი გახდება. თუ სასამართლო მკვლელობასთან რუსეთის კავშირს დაადგენს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ჰაიკო მაასმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბერლინში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთმა გერმანული მხარის ყველა კითხვას უპასუხა.

„ჩვენმა უწყებებმა გერმანულ მხარეს გადასცეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. ახლა ჩვენ გვსურს, ვნახოთ რაიმე მტკიცებულება იმ განცხადებებისა, რომლებიც გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა, როდესაც მკვლელობასთან რუსეთის კავშირზე განაცხადა. ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიხან ხანგოშვილი ბერლინში შარშან, აგვისტოში მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების ვადიმ კ. დააკავეს. მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა