შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - წარუდგინეს ბრალი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აუცილებლად ჩამოიშლება სასამართლოში

სასჯელაღსრულების № 8 დაწესებულება, ე.წ. გლდანის ციხე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს, მორაგბე არჩილ გაგნიძისა და ნიკა რევაზიშვილის ადვოკატებმა დატოვეს.

ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის მხოლოდ ბრალის წარდგენა მოხდა და გამოძიებას მათთვის საქმის მასალები არ გადაუცია.

როგორც პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ არასრულწლოვან ზ.ხ. - ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„წარმოადგინეს დადგენილება ბრალდების შესახებ და ზ.ხ.-ს წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არანაირი მტკიცებულება არ მოუტანია ამ შემთხვევაში გამოძიებას და გვითხრეს, რომ გადმოგვცემდნენ ამ მტკიცებულებებს. ველოდებით, რომ დაუყონებლივ მივიღოთ მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მიიღეს ეს დადგენილება.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება ამ ბრალდებას და არ ცნობს თავს დამნაშავედ. მისი პოზიციაა, რომ ის ვასილ მახარაძესთან ერთად იყო მანქანის წამოსაყვანად და საუბრობს, რომ ამას ვასილ მახარაძეც დაადასტურებს. ეს ბრალი არის ვარაუდებზე დაყრდნობით, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აუცილებლად ჩამოიშლება სასამართლოში”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა