არჩილ გაგნიძის ადვოკატი - ბრალის დამძიმების მიზანია ჩაახშონ განცდა, რომ პროკურატურა არაფერს აკეთებს და წინასაარჩევნოდ საზოგადოების გული მოიგონ

ბრალის დამძიმების მიზანია საზოგადოებაში ჩაახშონ განცდა, რომ პროკურატურა არაფერს აკეთებს და საზოგადოების გული მოიგონ წინასაარჩევნოდ , - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს და პროკურატურამ დღევანდელ ბრიფინგზე ახალი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

"ჩვენ მივდივართ საქმის მასალების ასაღებად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და დანარჩენ 5 პირს ბრალი უკვე წარედგინათ. ჩემი ინფორმაციით, საქმეში ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს, მე მქონდა წვდომა, თუ რა მიმართულებით მიდიოდა გამოძიება, დღევანდელი ბრიფინგიც მეტყველებს იმაზე, რომ მათ ახალი მტკიცებულებები არ აქვთ. ახალი რომ ჰქონოდათ დღეს პროკურატურა გამოვიდოდა და ახალ დეტალებზე ისაუბრებდა. ბრალის დამძიმების მიზანია საზოგადოებაში ჩაახშონ განცდა, რომ პროკურატურა არაფერს აკეთებს და საზოგადოების გული მოიგონ წინასაარჩევნოდ”, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს